14/12/2023
14:35
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა რუსეთში არ იქნება. ამის შესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პუტინის თქმით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 ათასი ადამიანი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოქალაქეებს სთავაზობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების ნებაყოფლობით გაფორმებას.
პუტინის მტკიცებით, დღეისთვის მობილიზებულია 486 ათასი ადამიანი, ხოლო მოხალისეებთან ერთად მათი რიცხვი 500 000-ს აღწევს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინამ კონტრშეტევის დროს 747 ტანკი და 2 300 ჯავშანმანქანა დაკარგა.
კითხვაზე, როდის იქნება მშვიდობა, რუსეთის პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „მაშინ, როდესაც რუსეთის სპეციალურ საომარი ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება.“
0
0