
"ჩვენს წინაშე მდგარი არჩევანი არ არის იდეოლოგიური დებატის ნაწილი, ეს მილიონობით ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. უნდა ავირჩიოთ მშვიდობა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართალს," - ამის შესახებ გაეროს გენერალურ დებატებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ისაუბრა.
"მშვიდობა ჩვენი პირველი ვალდებულებაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნები ისე იქცევიან, თითქოს წესები მათზე არ ვრცელდება. ჩვენ ვხედავთ სისასტიკეს, რაც უნდა დავგმოთ, დავგმოთ საშინელი კონფლიქტები. ჩვენ რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ სახიფათო ტენდენციები. ძალადობა და ანექსიის მუქარა ყველგან უნდა შეწყდეს," - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროში გენერალური დებატები გაიხსნა. მსოფლიო ლიდერებს დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიმართავს. ნიუ-იორკშია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და ქართული დელეგაცია, რომელიც გენერალურ დებატებს ესწრება.
მიმდინარე კვირაში, დაგეგმილია გაეროს სესიაზე მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა. პრეზიდენტი ასევე დაესწრება დონალდ და მელანია ტრამპების ოფიციალურ მიღებას, რომელიც დელეგაციათა მეთაურებისთვის ტრადიციულად ყოველ წელს იმართება
0
0