30/12/2022
01:16
სპორტი
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ვარსკვლავი ლეო მესი საფეხბურთო ლეგენდას სოციალური ქსელით ემშვიდობება.
„მშვიდად განისვენე, @pele“ - დაწერა ლეო მესიმ და პელესთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია, რამდენიმე საათის წინ, 82 წლის ასაკში ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი პელე გარდაიცვალა.
მას ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, ქიმიოთერაპიის კურსმა შედეგი ვერ გამოიღო და რამდენიმე დღის წინ ახლობლები საავადმყოფოში გამოემშვიდობნენ.
პელე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ერთადერთი ფეხბურთელია (1958, 1962, 1970). ის "სანტოსისა" და ნიუ იორკის "კოსმოსის" ღირსებას იცავდა.
პელე ფიფას, World Soccer-ისა და France Football-ის ვერსიით XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად იყო აღიარებული, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.
0
0