-share.jpg)
ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ spacesnews - ის გადაცემაში ,,სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან'' რამდენიმე მრჩევა მისცა მშობლებს..
,,მშობლებს ვურჩევდი, რომ არ იყვნენ საკუთარი შვილების მტრები, პირველ რიგში ამას ვურჩევდი, ოდნავ ვხუმრობ რასაკვირველია, მაგრამ ძალიან ხშირად არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც მეუბნებიან, რომ რაც შეიძლება მეტად დატვირთეთ ჩვენი შვილები, სულ ვამბობ, დაუტოვეთ თავისუფალი დრო თქვენს შვილებს, არ გინდათ, სულ აკადემიური სურვილები და აღტკინებებ. საჭირო არ არის, სულ კითხვა. ხანდახან კი არის საჭირო, არ მოვუწოდებ არ წაიკითხოთ მეთქი, პირიქით, მაგრამ ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ ვითარდება, როდესაც მარტოა საკუთარ თავთან, როდესაც ფიქრობს საკუთარ ცხოვრებაზე, ასეთი დრო უნდა დავუტოვოთ ამ ბავშვებს. დროს უნდა გაუფრთხილდნენ, აუცილებლად უნდა დაგეგმონ რას აკეთებენ, რომ მოასწრონ ამის გაკეთება, აუცილებლად მოუსმინონ სხვებს, ოღონდ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თვითონ. გამოკითხვა ჩატარდა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში და ადამიანებს, დაახლოებით 25 წლიდან ჩემი ასაკის ადამიანებამდე კითხეს, რას ისურვებდით თქვენ, რომ სკოლაში უკეთესად ესწავლებინათ თქვენთვისო, ძალიან ბევრმა უპასუხა, რომ ვისურვებდით ადამიანებთან ურთიერთოის კულტურა ჩამოეყალიბებინათ, კომუნიკაციის კულტურა ჩამოეყალიბებინათ უკეთესადო. იმიტომ რომ წარმატება დიდწილად არის დაკავშირებული იმასთან, როგორ არიან ადამიანები განწყობილნი თქვენს მიმართ, მასწავლებლებს სულ ვუმეორებ ხოლმე ბობ დილანის ერთ ფრაზას: ,,თუ ყოველ დღე არ იბადები ესე იგი მთელი ცხოვრება კვდები'', თუ შენ არ ვითარდები ყოველ დღე შენ არ გაქვს უფლება სხვას ასწავლო'' - განაცხადა გია მურღულიამ
0
0