
მსგავსი ცრუ განგაში არაკეთილსინდისიერი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც ასე, თითქოს, ერთობიან და ასეთ არასწორ ინფორმაციას აწვდიან ხოლმე აეროპორტს, არც თუ ისე იშვიათია. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ რადიო „სივრცის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა კითხვაზე, რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც შემოდის ინფორმაცია ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ.
ქარქაშაძის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები წელიწადში სამი-ოთხჯერ ფიქსირდება.
„მსგავს ქეისს ჩვენ წელიწადში სამჯერ-ოთხჯერ ვაწყდებით. თუმცა, დღეს განსაკუთრებული ქეისი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში, ეკიპაჟმა მიღო ინფორმაცია ასაფეთქებელის შესახებ და ეკიპაჟმა მიღო გადაწყვეტილება უკან დაბრუნების თაობაზე. სამწუხაროდ, ფიქსირდება ფაქტები, როდესაც აეროპორტის ცხელ ხაზზე რეკავენ, ან მეილზე გზავნიან ინფორმაციას (ბომბის არსებობის შესახებ). საბედნიეროდ, ყველა მსგავსი ფაქტი იყო ცრუ განგაში. მსგავს შემთხვევებში წინასწარ არის გაწერილი თითოეული პასუხისმგებელი პირის მოქმედების არელი, სამოქმედო სივრცე - ვინ ვის დაუკავშირდეს და ვინ რა მოიმოქმედოს და შესაბამისად, ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ. არაკეთილმოსურნეებს არ ვუსურვებ ჩვენთან საქმიანი ურთიერთობა დაიკავონ, რადგან ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად“ - განუცხადა რადიო „სივრცეს“ ირაკლი ქარქაშაძემ.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025