27/05/2024
10:41
კულტურა
ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. 69 წლის მსახიობი, ბოლო პერიოდში, მძიმე სენს ებრძოდა. ამის შესახებ ინფორმაცია “სფეისნიუსს” ახლობელმა დაუდასტურა.
ტრისტან სარალიძე წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრში თამაშობდა. ასევე, მან მაყურებელს თავი დაამახსოვრა ისეთი ფილმებიდან, როგორიცაა "სიყვარული ყველას უნდა", "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში", "სიყვარული ვენახში", "მონანიება" და ა.შ.
ტრისტან სარალიძე დღეს დილით თბილისში გარდაიცვალა.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე 1955 წლის 5 მაისს დაიბადა. 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში.რუსთაველის თეატრის მსახიობია 1980 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ჯამბაზი ( „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ ), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა ( „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო ( „კაცია ადამიანი“ ), ჯარისკაცი ( „მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული ( „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ ), ლადო ( „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“ ). 2010 წელს მიენიჭა ქ. ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024