10/12/2024
00:40
კულტურა
გიორგი გოგიჩაიშვილის მამა, მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. საყვარელი ბაბუის გარდაცვლების შესახებ სოციალურ ქსელში ნინი გოგიჩაიშვილი წერს.
"ჩემი მზის სხივი, ჩემი უსაყვარლესი ბაბუ! რამდენ ბედნიერ წამს ითვლის გული შენთან ერთად!ჩემი უტკბილესი ბაბუ, არ არსებობს ადამიანი ვისაც სოსიკოსთან შეხება ქონია და სიგიჟემდე არ უყვარს! დიდი ადამიანი დიდი გულით! ურთულესია შენთან დამშვიდობება და არც მინდა ამ რეალობის აღქმა"- წერს მოდელი.
სოსო გოგიჩაიშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს.
1960-1961წწ. გორის თეატრის, 1962-1963წწ. სანკულტურის თეატრის, 1963-1967წწ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1967-1976წწ. რუსთავის თეატრის, 1976 წლიდან მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი გახლდათ.
გადაღებულია ფილმებში: "ერთი ცის ქვეშ" (1961), "მე ბებია, ილიკო და ილარიონი" (აგიტატორი, 1962), "შეხვედრა წარსულთან" (აკია, 1966), "დათა თუთაშხია" (ნიკიფორე ბუბუტეიშვილი, 1978), "ხსოვნა" (1989), "თეთრი ბაირაღები" (ზედამხედველი, 1990), "ღმერთო, რისი გულისთვის" (უმადური, 2003) და სხვ.
0
0