„ბადი დურესი, 2023 წლის ნოემბერში, 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირება იყო,“ - განუცხადა People-ს მსახიობის ძმამ, კრისტოფერ სტათისმა.
ბადი დურესის სამსახიობო დებიუტი 2014 წელს, ჯოში და ბენ საფდის ფილმში „ღმერთმა უწყის“ (Heaven Knows What), შედგა. მსახიობმა ფილმში როლი კუნძულ რიკერსის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მიიღო. ბადი დურესი სასჯელს ნარკოდანაშაულის ჩადენის გამო იხდიდა.
მსახიობის კიდევ ორი პროექტი - Skull და Mass State Lottery - ეკრანებზე 2024 წლის ბოლოს გამოვა.
რეჟისორმა ჯეი კარალესმა People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბადი დურესს "უიშვიათესი ქარიზმატული მსახიობი და გულწრფელად თავმდაბალი ადამიანი უწოდა.“
"მახსოვს, 2017 წელს, ის Good Time-ის („კარგი დრო“) გადაღებებზე ვნახე და ვთქვი: „სამსახიობო ხელოვნების მომავალი ასეთი უნდა იყოს!“ დურესმა ისეთი ავთენტურობა და ქარიზმა წარმოაჩინა ეკრანზე, რომელსაც, უბრალოდ, ვეღარ ნახავთ. დურესის ოცნება იყო Mass State Lottery-ში მოხვედრა და თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რომ მასთან არამარტო ვთანამშრომლობდი, არამედ მისი მეგობარიც ვიყავი“, - თქვა კარალესმა.
0
0