
მსახიობი კლერ ბროსო კანადის მთავრობას სიკვდილის უფლებისთვის სასამართლოში უპირისპირდება. 49 წლის ქალს დიაგნოსტირებული აქვს მრავალი ფსიქიკური დაავადება, მათ შორის: ბიპოლარული აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ქრონიკული სუიციდური აზრები და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება.
მიუხედავად მისი მდგომარეობისა, კანადის მოქმედი კანონმდებლობა ამჟამად არ ითვალისწინებს ევთანაზიას მხოლოდ ფსიქიკური აშლილობების საფუძველზე, რადგან ამ კატეგორიისთვის კანონის ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა.
კანადაში ასისტირებული სუიციდი და ევთანაზია უკვე 10 წელია დაშვებულია, თუმცა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობები ამის უფლებას არ იძლევა. მსახიობი ამ დებულების შეცვლას მოითხოვს.
ბროსოს საქმემ საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. მასთან ერთად სარჩელს შეუერთდა ყოფილი სამხედრო კორესპონდენტი, რომელიც პოსტტრავმული სტრესული აშლილობით (ПТСР) იტანჯება.
საპარლამენტო კომიტეტი უკვე მარტში დაიწყებს კანონში შესაძლო ცვლილებების შეტანის განხილვას.
0
0