„მოუფრთხილდით გულსა და გონებას, რომ მრისხანებამ არ დაიპყროს თქვენი გული და გონება. მრისხანებიდან ძმათა მკვლელობამდე ერთი ნაბიჯია. ამიტომ, არა მარტო ისინი, ვინც ქალაქში დგას, არამედ აქაც, მოუფრთხილდით თქვენს გულსა და გონებას. მრისხანებით არ ჩავარდეთ, თუნდაც, სიტყვიერად ამ ცოდვაში.“ - ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა საკვირაო ქარაგებისას განაცხადა.
მეუფის თქმით, დადგება დრო და ყველა მიხვდება, თუ რა გაკეთდა და როგორ, რადგან, როგორც სახარებაში წერია, არაფერია დამალული და ყველაფერი მალე გაცხადდება..
„პოლიტიკურ მსჯელობას არ ვიწყებ, მაგრამ ეს უნდა ვთქვათ: მოუფრთხილდით გულსა და გონებას, რომ მრისხანებამ არ დაიპყროს თქვენი გული და გონება. მრისხანება ხომ კაცის მკვლელი ცოდვის პირველი ნაბიჯია. მრისხანე კაენმა აბელი მოკლა. მრისხანებიდან ძმათა მკვლელობამდე ერთი ნაბიჯია. ამიტომ, არა მარტო იქ, ვინც ქალაქში დგას, არამედ აქაც, მოუფრთხილდით თქვენს გულსა და გონებას, რომ განკიცხვის ცეცხლს არ მისცეთ თქვენი გონება. მრისხანებით არ ჩავარდეთ, თუნცად, სიტყვიერად ამ ცოდვაში.
თუ ამ ვნებას ხშირად მისცემთ გზას [დაიპყროს თქვენი გული და გონება], იცოდეთ სინდისს, რომელიც გამხელთ რომ ასე არ უნდა მოიქცეთ, თქვენივე ნებით, შეიძლება დღეს იმისი მოსურნე გახდეთ, რომელსაც გუშინ და გუშინწინ არ ეთანხმებდით და განიკითხავდით. ამიტომ, რაც ყველაზე მთავარია - ილოცეთ და ღმერთს შეავედრეთ თქვენი სულიერი მშვიდობა. რადგან როცა თქვენთან ვინმე აღელვებული მოდის, იმან უნდა მიიღოს თქვენგან სიმშვიდის მუხტი, რომ თურმე სიმშვიდისა და ღმერთთან ყოფნაზე უკეთესი არაფერია.
ვიღაცა იტყვის - „ქვეყანას რომ უჭირს?“ ქვეყანას უჭირს, იმიტომ, რომ ჩვენ გვიჭირს. ქვეყანა გადარჩება თუ ჩვენ ღვთის წინაშე მართლები ვიქნებით. მთავარია, ღვთის წინაშე ლოცვა მართალი, გულწრფელი, მშვიდი, რადგან თუ იცის უფალმა რა გვჭირდება, ის ყველაფერს მოგვცემს“, - განაცხადა აბბა ალავერდელმა.
0
0