19/12/2022
01:20
სპორტი
ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატში ნანატრ გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა – არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა და კაპიტანმა ლიონელ მესიმ ემოციები არ დამალა და გამარჯვებაც არგენტინელ ხალხს მიუძღვნა. არგენტინელი თავდამსხმელის კარიერაში ეს მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტულია.
„ეს სიგიჟეა, ძალიან მინდოდა ტიტულის მოპოვება, ეს არის ყველაზე ლამაზი გრძნობა, რაც ამ ქვეყნად არსებობს. შეხედეთ, რა ლამაზია მსოფლიო თასი. მე ძალიან მინდოდა ამის აწევა. ღმერთი აპირებდა ამ სიხარულის მონიჭებას, მე მქონდა განცდა, რომ ეს მოხდებოდა. ძალიან ბევრი ვიტანჯეთ, მაგრამ ეს გამოგვივიდა. გამიმართლა, რომ ყველაფერს მივაღწიე და რაც მაკლდა, აქ არის. არ მგონია, რომ არგენტინის ნაკრებიდან წასვლის დრო იყოს. მსურს ვნახო, როგორი სიგიჟე იქნება ფორმაში სამი ვარსკვლავით თამაში“, – განაცხადა ლეო მესიმ.
მესიმ კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიო ტიტული. ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა პენალტების სერიაში საფრანგეთი 4:2 (ოვერტაიმი 3:3) დაამარცხა, შეხვედრისას კი არგენტინელმა დუბლი შეასრულა.
მესი კატარის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ვრცელდება ვიდეოკადრებიც, თუ როგორ აღნიშნავენ არგენტინელები გამარჯვებას - ლეო მესი თასით ხელში მაგიდაზე ცეკვავს.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0