28/04/2024
12:22
სოც-ქსელები
ე.წ. აგენტების კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შემდეგ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლისთვის: მამული ის 10 ჰექტარი მიწაა, რომელიც 1 ლარად მიისაკუთრა, ენას კი მხოლოდ ტყუილის სათქმელად იყენებს
"როდესაც დასავლეთისგან სუვერენიტეტი რუსეთთან სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე მოიპოვება;
როდესაც ხელისუფლების “ღირსება” საზოგადოებისთვის ღირსების აყრის ხარჯზე მოიპოვება;
როდესაც ხელისუფლების თავისუფლება ხალხის დამონების ხარჯზე მოიპოვება;
როდესაც ხელისუფლების კეთილდღეობა მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე მოიპოვება;
როდესაც ხელისუფლება აღსარებას ეკლესიაში კი არ აბარებს, თვითონ იბარებს სამღვდელოებისგან სუს-ში და “ამაყად” ეფარება ილია ჭავჭავაძის “მამული, ენა, სარწმუნოებას”;
მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლისთვის: მამული ის 10 ჰექტარი მიწაა, რომელიც 1 ლარად მიისაკუთრა.
ენას მხოლოდ ტყუილის სათქმელად იყენებს,
სარწმუნოება კი ფარისევლისთვის მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტია..." - წერს გია ხუხაშვილი
0
0