08/12/2023
15:01
მსოფლიო
მოხარული ვარ, მივესალმო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მნიშვნელოვან გარღვევას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მიშელი აღნიშნავს, მხარეებს შორის ორმხრივი დიალოგის დამყარება და გაღრმავება იყო ბრიუსელის მთავარი მიზანი.
„მოხარული ვარ, მივესალმო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მნიშვნელოვან გარღვევას, რადგან მათ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება. მივესალმები დაკავებულების გაშვებას და უპრეცედენტო პოლიტიკური დიალოგის დაწყებას.
მხარეებს შორის ორმხრივი დიალოგის დამყარება და გაღრმავება იყო ბრიუსელის მთავარი მიზანი. ეს დღევანდელი პროგრესი საკვანძო ნაბიჯია.
ახლა მოვუწოდებ ლიდერებს, დაასრულონ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება რაც შეიძლება მალე“, – წერს შარლ მიშელი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ადმინისტრაციამ და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის აპარატმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბარია, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად.
0
0