
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ გასული წლის 17 დეკემბერს მიმართეს თხოვნით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცათ უკრაინის ომბუდსმენისთვის, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
ამის შესახებ ანდრეი კასიანოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.
მან თხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მოიღონ მოწყალება და ის სამკურნალოდ ევროპის ან ამერიკის წამყვან კლინიკაში გადაიყვანონ.
„უკრაინა ღრმად არის შეშფოთებული უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესებით. მისი კრიტიკული მდგომარეობისა და სიცოცხლისთვის უშალო საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, განიხილოს მისი მკურნალობისთვის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში გადაყვანის შესაძლებლობა. ეს იყო პრეზიდენტის წინასაახალწლო მიმართვაში.
ასევე, ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს ადამიანის უფლებათა საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადას რწმუნებულს დმიტრო ლუბინეცსს. ამ თხოვნით მივმართეთ 2022 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სმანისტროს მისამართზე გავაგზავნეთ ლუბიუნეცის წერილი, რატი ბრეგაძის მისამართზე, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი ჩვენ არ მიგვიღია.
ჩვენ უშუალოდ ვაკვირდებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. კონსული თავისი მოვალეობის შესრულების მიზნით, რეგულარულად მიდის მიხეილ სააკაშვილთან, ის უყურებს სააკაშვილს და ხედავს, რომ მან დაკარგა 50-ზე მეტი კილოგრამი თავისი წონის, ის კვდება იმ ციხეში - ამას ეფუძნება უკრაინის მოთხოვნა.
პოდოლიაკმაც თქვა, გამოიჩინეთ მოწყალება, გაათავისუფლეთ სააკაშვილი, გადაარჩინეთ მისი სიცოცხლე, ჩაუტარეთ მკურნალობა, რეაბილიტაცია. ექიმები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, ამბობენ, რომ მას აქვს 14 მძიმე დიაგნოზი, მთავარი დიაგნოზი ეს არის მოწამვლა მძიმე მეტალებით, ნახეთ რას ამბობენ ექიმები სასამართლოზე მის მდგომარეობასთან დაკავშირებით!
უკრაინის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დავიცვათ კანონიერი უფლებები და ინტერესები მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის“,- განაცხადა კასიანოვმა.
0
0