20/03/2023
12:50
პოლიტიკა
საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განაცხადებით, ბრიტანეთი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განაგრძოს დემოკრატიული რეფორმები.
აღნიშნულის შესახებ კლეიტონმა 12-პუნქტის შესრულებასა და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კლეიტონის თქმით, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება.
„გასულ პარასკევს ჩამოსული იყო ჩვენი საგარეო საქმეთა მდივანი. კარგი შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. გასულ კვირას საგარეო საქმეთა მდივანი პრესასთან საუბრისას იყო ძალიან მკაფიო. მოვუწოდეთ საქართველოს, განაგრძოს დემოკრატიული რეფორმები, რაც ნიშნავს, უზრუნველყოს, რომ აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია მედიის თავისუფლების შესანარჩუნებლად, ასევე, უზრუნველყოს, შენარჩუნდეს სამოქალაქო საზოგადოების უფლება და თავისუფლება ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.
0
0