
„ჩვენ ვიმყოფებით ომის პერიოდში. პუტინის ომი ხოცავს ბავშვებს, ქალებს და ანადგურებს მთლიან ქალაქებს, რაც საერთაშორისო სამართლის სასტიკი დარღვევაა. ევროკავშირის უმთავრესი პრიორიტეტი ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება და უკრაინელი ხალხის დაცვაა. ამ კრიზისულ ვითარებაში დიალოგი გვჭირდება ისე, როგორც არასდროს. ევროკავშირი და ჩინეთი თანხმდებიან, რომ ომი საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას და მსოფლიო ეკონომიკას. ეს არასტაბილურობა არ შედის არც ჩინეთის და არც ევროკავშირის ინტერესებში. ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, როგორც აქტორები, ვიმუშაოთ მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის. მოვუწოდეთ ჩინეთს, დაგვეხმაროს უკრაინაში ომის დასრულებაში. ჩინეთმა არ უნდა დახუჭოს თვალი რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის სასტიკ დარღვევაზე, ეს პრინციპები ჩაწერილია გაერო-ს წესდებაში“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
0
0