16/11/2021
20:11
საზოგადოება
„მესამე არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვტკივა – ეს არის პერმანენტული პოლიტიკურად მოტივირებული აქციები. ჩვენ ისედაც ძალიან ვწუხდით, რომ საქართველოში ტრადიციულად ძნელი იყო თავის არიდება ხალხმრავალი შეკრებებისგან, ვგულისხმობ ქორწილებს, ქელეხებს, სპორტულ ღონისძიებებსა და ა.შ. ეს არ გვეყოფოდა თითქოს და ამას დაემატა ახლა პოლიტიკურად მოტივირებული აქციები და თან პერმანენტული. გასაგებია, რომ იყო არჩევნები, პოლარიზაცია საზოგადოებაში და პოლიტიკური პროცესები მიდის, რომელსაც ვერ შევაჩერებთ თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ აქციებს ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი. ფაქტობრივად, საქართველოში ხდება ისეთი რამ, რაც არ ხდება ევროპის და მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში. ვერ დაასახელებთ ქვეყანას, სადაც სამივე ეს ფაქტორი იყოს ერთობლიობაში. შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენი მოსახლეობა მიდის შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად იმაზე, რომ საქართველოში ასევე პერმანენტულად იყოს აქტიური შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხვი და სამწუხაროდ, გარდაცვალების ძალიან მაღალი რიცხვი. ასე გაგრძელება შეუძლებელია და რამე ვიღონოთ. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ გამოვფხიზლდეთ ყველა ერთად და თვალებში შევხედოთ მკაცრ რეალობას“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მან ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდა ყველაფერი გააკეთონ აქციების შესაწყვეტად.
„მოვუწოდებ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, გააკეთოთ ყველაფერი, რომ როგორმე ეს პერმანენტული აქციები შეწყვიტოთ და მოძებნოთ სადავო პოლიტიკური საკითხების გადაჭრის რაიმე ალტერნატიული გზები, რადგან ეს გაუთავებელი აქციები, რომელიც რეალურად შედეგს ვერ დებს, დებს ერთადერთ შედეგს, რომ მკვეთრად იზრდება პანდემიის შემდგომი გაფართოების რისკები და იზრდება გარდაცვალების შემთხვევების რისკები“, - აღნიშნა მან.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024