მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიბაძოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, გაემგზავროს უკრაინის დედაქალაქში - მიხეილ სააკაშვილი
16/03/2022
17:31
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდეს.
როგორც სააკაშვილის სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილი მზად არის, მისი ჩასვლის ლოჯისტიკა უზრუნველყოს.
„მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიბაძოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, ვინც კიევში ჩავიდა. ჩაფრინდეს პოლონეთში და იქიდან გაემგზავროს უკრაინის დედაქალაქში. მე პირადად, მზად ვარ, უკრაინელებთან ერთად უზრუნველვყო მისი ჩასვლის ლოჯისტიკა”, - ნათქვამია სააკაშვილის გზავნილში.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს კიევში იწვევს.
„ მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოდით აქ, კიევში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0
361
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%