
აუცილებლად დავაყენებ პასუხისმგებლობას იმ ადამიანების, ვინც მოლაპარაკებები ჩაშალა, ვინც არ გააკეთა არაფერი იმისთვის, რომ პარტიაში იყოს ერთიანობა, ამის შესახებ კობა ნაყოფიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მე აუცილებლად დავაყენებ პასუხისმგებლობას იმ ადამიანების, ვინც ჩაშალა მოლაპარაკების პროცესი. ჯერ არ არის ამოწურული ყველა რესურსი და როცა ამოიწურება, აუცილებლად მოეთხოვება პასუხი ყველას, ვინც არ გააკეთა არაფერი იმისთვის, რომ პარტიაში იყოს ერთიანობა. მოვუწოდებ, პირველ რიგში მოქმედ მენეჯმენტს, რიტორიკა შეცვალეთ მეგობრებო. ამ ადამიანებს სხვა ენით დაელაპარაკეთ. რაღაც ახალი ტერმინი მოიგონეს, თვითონ გარიცხეს თავისი თავიო, რა ლაპარაკია ეს?! პარტიიდან მგლის ბილეთის გამოწერით, ადამიანების პარტიიდან გარიცხვის რიტორიკაა სწორი?“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
0
0