
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, აფხაზებს მიმართავს და წერს:
"ჩვენო აფხაზო დებო და ძმებო,
ის პროცესები, რომლებიც აფხაზეთში მიმდინარეობს , რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი იმპერიალისტური გეგმის ნაწილი გახლავთ!
აღნიშნული მოვლენები ემსახურება თქვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შთანთქმას. სულგაყიდული თქვენი ხელისუფალნი დროდადრო თმობენ თქვენს მიწა-წყალს. ერთი რამ კარგად უნდა გვესმოდეს, თქვენი რაობის შენარჩუნება მხოლოდ დანარჩენ საქართველოსთან ერთობაშია, დროა გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯები შერიგებისა და თანხმობისთვის!
დაიცავით თქვენი წილი საქართველო!
გიორგი, ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბისა". წერს ეპარქია.
ცნობისთვის, ეპისკოპოსი გამოეხმაურა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას და აფხაზების ნაწილის მხრიდან გამოხატულ პროტესტს.
ე.წ. რატიფიკაცია დაგმო საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტრომ.
0
0