25/04/2023
20:57
პოლიტიკა
აქციაზე მოვდივარ, იმიტომ რომ აღარ მინდა „ცეკას“ მდივნები. არც ამერიკელი „ცეკას“ მდივანი მინდა, არც ევროპელი და არც რუსი, - ამის შესახებ თბილისში 30 აპრილს სახელწოდებით „მოვდივარ“ დაანონსებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მსახიობმა, დავით ხურცილავამ განაცხადა.
„აქციაზე მოვდივარ, იმიტომ რომ აღარ მინდა „ცეკას“ მდივნები. არც ამერიკელი „ცეკას“ მდივანი მინდა, არც ევროპელი და არც რუსი. მოვდივარ, იმიტომ რომ აფრქვევენ სიძულვილსა და ზიზღს, ლაპარაკობენ ტყუილს ხალხის სახელით“, - ამბობს დავით ხურცილავა.
„მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024