
ეკა კუპატაძე დღეს მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო, თუმცა დაცვის მხარემ უდავოდ გახადა მისი გამოკითხვა, შესაბამისად მოკლული მასწავლებლის დედა დღეს არ გამოიკითხება. კუპატაძე ამ საქმეზე ასევე არის დაზარალებულის უფლებამონაცვლე.
დღესვე, მედიასთან კომენტარი გააკეთა ეკა კუპატაძემ. მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად ბრალდებულებს მისი მოსმენა მოუწევთ.
"მაშინ, როცა გვგონია, რომ აღარაფერი აღარ გაგვაკვირვებს მკვლელების მხრიდან, ასე არ არის. ყოველ ჯერზე შეუძლიათ თავად ჩემი გაკვირვებაც კი. მათ ჩემი დაკითხვაც არ მოისურვეს და ჩემი გამოკითხვაც ცნეს უდავოდ.
ვითხოვე მოვსულიყავი დღეს, ბოლო დღეს არ ყოფილიყო ჩემი სიტყვა გაჟღერებული მოუწევს, მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
ცნობისთვის, ავალიანის საქმეზე სამართალდამცველებმა სულ 4 პირი დააკავეს. მათგან ერთს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ორ არასრულწლოვანს გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას.
0
0