01/04/2024
21:34
ტაბლოიდი
ჯოან როულინგი შესაძლოა დააპატიმრონ - "ჰარი პოტერის" ავტორს ტრანსფობიაში ადანაშაულებენ. ახალი კანონი, რომელიც შოტლანდიაში ძალაში ორშაბათს შევიდა, კრძალავს სიძულვილს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე.
"სიტყვისა და რწმენის თავისუფლება შოტლანდიაში დასასრულს უახლოვდება, თუ ბიოლოგიური სქესის ზუსტი აღწერა კრიმინალად ითვლება. ამჟამად ქვეყნიდან გასული ვარ, მაგრამ თუ ის, რაც აქ დავწერე, კვალიფიცირდება როგორც დანაშაული ახალი აქტის პირობებით, მოუთმენლად ველი დაკავებას" - დაწერა როულინგმა.
ცნობისთვის, შოტლანდიაში მიღებული ახალი კანონი სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს ასაკთან, სქესთან, გენდერთან, რასასთან, რელიგიასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ ისეთ განცხადებებს, რომლებიც შესაძლოა, სიძულვილს აღვივებდნენ.
აღნიშნული კანონი ჯარიმას ან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0