
პრინცი ჰარი, თავის მემუარებში, სახელწოდებით „Spare“ ("სათადარიგო"), დედაზე, პრინცესა დაიანაზე საუბრობს.
დაიანას ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპვის [1997 წელი, პარიზი] შესახებ გავრცელებულ პაპარაცულ ჭორებს პრინცი ჰარი "შეურაცხმყოფელს" უწოდებს.
BBC-ის ინფორმაციით, დედის გარდაცვალების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა პრინც ჰარისა და მამამისს, ამჟამად მეფე ჩარლზს - შორის განხეთქილება გამოიწვია.
ჰარი იხსენებს, რომ მამამისი მას არ ჩაეხუტა, როდესაც მან, ბალმორალის ციხესიმაგრეში ყოფნისას, გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიანა გარდაიცვალა.
პრინცი ჰარი ოცნებობდა დედამისის გაცოცხლებაზე - იქნებ ენახა ის საიდუმლოდ გადაცმული, ქერა პარიკით და მუქი სათვალეებით. „ალბათ დედიკო დღეს დილით გამოჩნდება“, - ვფიქრობდი ხოლმე ჩემთვის,“ - წერს პრინცი ჰარი.
როდესაც მამამისმა, მეფე ჩარლზმა კამილას თავის შვილები გააცნო, ჰარი ამბობს, რომ „ბოროტი დედინაცვალისადმი შიში აღეძრა“ და ის სასოწარკვეთილი იყო, რადგან არ სურდა, მამა სხვა ქალზე დაქორწინებულიყო.
0
0