30/12/2021
10:56
სამართალი
გამოძიებით დგინდება, რომ 2017 - 2021 წლებში, სხვადასხვა პირების მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოყვანილ იქნა 71 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც შემდგომ, თითქოსდა რეექსპორტის მიზნით, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაფორმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. რეალურად კი ნაცვლად ავტომობილების ქვეყნიდან გაყვანისა, სატრანსპორტო საშუალებები განბაჟების გარეშე დაშლილ და რეალიზებულ იქნა ნაწილებად. აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ზიანი ჯამში 279 168 ლარის ოდენობით. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულების მიერ ანაზღაურებულია ზიანი 242 891 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული სახის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
0
0