-share.jpg)
წერეთელზე, ავტობუსში მომხდარი დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალს წაუყენებენ. 70 წლამდე მამაკაცის დაჭრის ფაქტზე დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულის ჩადენის მომენტში არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაკავებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზაც ჩაუტარდება. თავდამსხმელმა დაზარალებულს ცივი იარაღით დაზიანება მხრის არეში მიაყენა.
"მასთან შეხვედრის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იგი იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, ასევე მიღებული აქვს დიდი დოზით გარკვეული მედიკამენტები. არ ახსოვს აბსოლუტურად არაფერი. ამიტომ, ძალიან მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობა აქვს ბრალდებულს. შესაბამისად, მოტივზე ვერ საუბრობს, იმასაც ნაწილობრივ მიდასტურებს იცნობდა თუ არა, ბოლოს მითხრა, რომ არ იცნობდა," - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.
ცნობისთვის, გუშინ, თბილისში, წერეთლის გამზირზე კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 308 ნომერ ავტობუსში მოხდა, დაჭრილი 70 წლის მამაკაცია. თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს და გამოძიება დაწყებულია.
0
0
რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
11/08/2025