22/05/2023
20:01
სამართალი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს სკოლის კურსდამთავრებულები ბოლო ზარის აღნიშვნისას ავარიაში მოჰყვნენ. შემთხვევა ხობში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა რომლითაც მოსწავლეები მოძრაობდნენ, გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. როგორც ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლია ჯალაღონიამ განაცხადა, დაშავებულს თავის მსუბუქი ტრავმა აღენიშნება და მან კლინიკა უკვე დატოვა.
„რვა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა. სულ 6 მანქანით იყვნენ წასული. მშობლებიც ახლდათ. საჭესთანაც სრულწლოვანი იჯდა. აქედან პოლიციამ გააცილა რამდენადაც ვიცი. დაშავებული მხოლოდ ერთი ბიჭია, კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე გამოწერეს, სხვა არავინ დაშავებულა. ყოველ წელს ასეთი შემთხვევა ხდება და უნდა ვიბრძოლოთ მსგავსი ტრადიციის მოსაშლელად. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება"- განაცხადა ლია ჯალაღონიამ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
0
0