მოსკოვთან, სერგიევ პოსადში ძლიერი აფეთქება მოხდა - სავარაუდოდ, არის მსხვერპლი
09/08/2023
12:21
მსოფლიო
A-
+A
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ სერგიევ პოსადში ოთხშაბათს დილით აფეთქება მოხდა. ქალაქის თავზე სოკოს მსგავსი კვამლის ამოსვლის ვიდეოს ტელეგრამის არხები, კერძოდ „ბაზა“ აქვეყნებენ.
მისი ინფორმაციით, აფეთქება ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში მოხდა. მეზობელ სახლებში ფანჯრები ჩამტვრეულია.
აფეთქების შესახებ ინფორმაცია სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაადასტურა. რა გახდა აფეთქების მიზეზი, უცნობია.
ტელეგრამის არხების, კერძოდ, „ბაზას“, „მაშის“ და „112“-ის ცნობით, არის მსხვერპლი - დაახლოებით 10 ადამიანი, ეს საბოლოო რიცხვი არ არის. მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ზაგორსკის ოპტიკური და მექანიკური ქარხანა, სამხედრო პროდუქციასაც აწარმოებს, განსაკუთრებით ღამის სამიზნეებს ტანკებისთვის.
0
0
329
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%