09/08/2023
11:14
მსოფლიო
მოსკოვთან ახლოს რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხშაბათს ღამით ორი დრონი ჩამოაგდეს. ერთი დომოდედოვოს რაიონში, მეორე მინსკის გზატკეცილზე. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა.
მისივე თქმით, დრონების ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება.
ტელეგრამის არხმა Mash-მა გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, აღბეჭდავს მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ერთ-ერთი დრონის განადგურების მომენტს. RBC იტყობინება, რომ დილის სამ საათზე მას ხმამაღალი ხმები მოესმა.
მოგვიანებით, ორი უპილოტო თვითმფრინავის განადგურება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. უწყებამ გამოაცხადა „ტერორისტული თავდასხმის“ მცდელობა უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით მოსკოვის რეგიონის ობიექტებზე.
0
0