22/02/2023
11:44
მსოფლიო
ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის უცხოეთის საკითხების კომისიის თავმჯდომარე ვან ი რუსეთში იმყოფება. იგი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა.
ორივე მხარე შეთანხმდა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მტკიცედ უნდა უზრუნველყონ მშვიდობა და სტაბილურობა და უგულებელყონ ცივი ომის "მენტალიტეტის" შემოღება.
დღეს, მოგვიანებით, ვან ი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს ვანსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას:
"სალაპარაკო ბევრი აქვთ" - აღნიშნა პესკოვმა.
19 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ჩინეთი, რომელიც კონფლიქტის მიმდინარეობისას ძირითადად უკრაინის გვერდით იყო, ახლა მოსკოვისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის საკითხს განიხილავს.
0
0