მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში, ცხელი წყლის მილი გასკდა - დაიღუპა 4 ადამიანი
22/07/2023
19:29
მსოფლიო
A-
+A
მოსკოვში, კუტუზოვის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ცხელი წყლის მილი გასკდა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი, ვრცელდება ინფორმაცია 50-ზე მეტი დაშვებულის შესახებ. რუსული მედია იტყობინება, რომ 9 პირი ჰოსპიტალიზებულია.
სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ინციდენტის შესახებ საინფორმაციო საშუალებებით გაიგეს, ევაკუაცია კი მილის გასკდომიდან ნახევარი საათის შემდეგ გამოცხადდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, 18-ზე მეტი ადამიანი ცენტრში ჩაიკეტა და გარეთ გასვლას ვერ ახერხებდა.
მაშველები დაბლოკილი სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ ვიზიტორს ეძებენ.
ყველა გარდაცვლილი ქალია.
საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
0
0
253
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%