
მოსკოვში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა დაიწყო.
ამ შეხვედრას წინ უძღოდა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც პუტინმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და ევრაზიული კავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთობების დონე სერიოზული და ღრმაა და ეს მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან რეგიონული თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომეხი მესაზღვრეები და მებაჟეები მზად არიან უზრუნველყონ აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით მანქანებისა და მატარებლების ნორმალური გავლა.
მისივე თქმით, ხუთშაბათს სამუშაო რეჟიმში განიხილეს რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვასთან დაკავშირებული საკითხები.
„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ სომხეთი ნამდვილად დაინტერესებულია ამით და ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირებისა და კომუნიკაციების განბლოკვა (აზერბაიჯანთან - რედ.) ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის საფუძველზე. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ეს პოზიცია. სომხეთის სასაზღვრო სამსახურიც და საბაჟო სამსახურიც მზად არიან უზრუნველყონ ყველა სატრანსპორტო საშუალების, განსაკუთრებით მატარებლების ნორმალური გავლა სომხეთის ტერიტორიაზე" - განაცხადა ფაშინიანმა.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025