08/12/2022
14:25
მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის კიევში გამოჩენა შემთხვევითი არ არის, შესაძლებელია, რომ კვლავ დაიწყოს „სასახლის გადატრიალება“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ახლა, 4 დეკემბერს, კიევს ეწვია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ქალბატონი ნულანდი. ამერიკელი კურატორის უკრაინაში ინსპექტირების ვიზიტები აღარავის უკვირს - ეს ნორმალურია: მოხვიდე, შეამოწმო, რა მდგომარეობაა - ისევ ღვივის ნაკვერჩხალი, თუ შეშის დამატებაა საჭირო. ასევე, რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, დანაშაულის ადგილისკენ მიიწევს“ - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
მან ნულანდს კიევისთვის "ტრაგიკული რყევების მაუწყებელი" უწოდა.
„მისი გამოჩენა კიევში, არსებულ პირობებში, როდესაც უკრაინის მმართველ წრეებში დასავლეთის დახმარების განაწილებასთან დაკავშირებით უთანხმოება მწვავდება, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. შესაძლებელია სასახლის გადატრიალება, ან რაიმე სახის საკადრო გადანაცვლება დაიწყოს. მე ვფიქრობ, რომ ზელენსკის რეჟიმი, რომელმაც ვაშინგტონის მოთმინება არაერთხელ გამოსცადა, უნდა დაფიქრდეს“, - განაცხადა ზახაროვამ.
0
0