მოსკოვის მერიამ ზრდასრულთა წვეულებების ორგანიზატორები მათი აკრძალვისა და მისი დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ ტელეარხი Dozhd, Kinky Party საზოგადოებაზე დაყრდნობით იუწყება, რომელსაც ასეთი წვეულებების გამართვას უკვეთავენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ღონისძიებები ყოველთვის ემორჩილებოდა კანონს და მიზნად ისახავდა თავისუფალი გამოხატვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, ჩვენ მივიღეთ გაფრთხილება, რომ სექსის თემებთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება დაუშვებელია“, - ნათქვამია ოთხშაბათს Kinky Party-ის ტელეგრამ-არხის ინფორმაციაში.
„დოჟდი“ აღნიშნავს, რომ შემდეგი დახურული წვეულება მოსკოვში 17 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლა ის ორგანიზატორებმა გააუქმეს.
„ამჟამად ჩვენ ღონისძიებებს საქართველოში ვაგრძელებთ და ვიმედოვნებთ, რომ შეგხვდებით სხვა ქვეყნებში“, - განაცხადეს ორგანიზატორებმა.
გზავნილიდან გაუგებარია, მსგავსი წვეულებები უკვე გაიმართა თუ არა საქართველოში, თუ ორგანიზატორები უბრალოდ აპირებენ მათ გამართვას საქართველოში.
0
0