21/10/2021
23:26
მსოფლიო
ამის შესახებ ბიბისი წერს, რომლის ინფორმაციითაც, ამ პერიოდში, მოსკოვში მხოლოდ აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები იმუშავებენ.
როგორც მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, მოსკოვში ვითარება ცუდი სცენარით ვითარდება და ქალაქში უახლოეს დღეებში, კოვიდით ინფიცირების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდება.
მოსკოვის მერის გადაწყვეტილებით, რუსეთის დედაქალაქის სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გამოცხადდება. მუშაობას შეწყვეტენ სპორტული სკოლები და გასართობი ცენტრები, უმაღლეს სასწავლლებლებსა და სკოლებში, სწვალა დისტანციურად გაგრძელდება.
მოსკოვის მერის ბრძანებით, დაიხურება სავაჭრო ცენტრები, კონოთეატრები, სპორტდარბაზები და სილამაზის სალონები. რესტორნებში იმუშავებს, მხოლოდ მიტანის სერვისი.
ასევე, 60 წელზე მეტი ასაკის არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის დაბლოკილი იქნება სოციალური ბარათები. მათი განბლოკვა, პირის ვაქცინირების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მოსკოვში დღეს 7897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
0
0