25/06/2023
09:41
მსოფლიო
მოსკოვის ხელისუფლებამ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ორშაბათის, 26 ივნისის დასვენების დღედ გამოცხადების შესახებ, - განაცხადა TASS-თან ინტერვიუში მოსკოვის მერის პრესმდივანმა გულნარა პენკოვამ.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 26 ივნისი დედაქალაქში არასამუშაო დღედ გუშინ გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება მოსკოვში შემოღებულ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმთან დაკავშირებით იქნა მიღებული. გადაწყვეტილება არ ეხებოდათ ხელისუფლებას ორგანოებს და უწყვეტ საწარმოებს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და ურბანულ სამსახურებს.
მანამდე მოსკოვმა კრემლის სასახლეში 24 ივნისს დაგეგმილი სკოლის გამოსაშვები საზეიმო წვეულება გააუქმა. ასევე გადაიდო სკოლის გამოსაშვები საღამოები და გორკის პარკში დაგეგმილი საერთო საქალაქო გამოსაშვები საზეიმო ღონისძიებები.
ცნობისთვის, მოსკოვის მერმა, ორშაბათი უქმე დღედ მანამდე გამოაცხადა, ვიდრე „ვაგნერის“ ხელმძღვანელი როსტოვის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებდა.
როგორც ცნობილია, „ვაგნერელებმა“ როსტოვი წუხელ დატოვეს. კრემლის პრესსპიკერის ცნობით კი, პრიგოჟინი ბელარუსში გადავა და მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება.
0
0