27/03/2024
15:02
მსოფლიო
რუსეთში, მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 360-მდე გაიზარდა, მათ შორის 11 ბავშვია. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია წერს.
ამავე ცნობით, 92 დაზარალებული ჰოსპიტალიზებულია, 63 უკვე გაწერეს, ხოლო 205 დაზარალებულს ამბულატორიული დახმარება გაეწია.
„მომხდარი ტერაქტის დაშავებულთა რიცხვის ზრდა აიხსნება იმით, რომ შოკში მყოფმა ადამიანებმა დატოვეს ტრაგედიის ადგილი და დახმარებისთვის დაუყოვნებლივ არ მიუმართავთ ექიმებისთვის“, - აცხადებს რუსეთის ვიცეპრემიერი ტატიანა გოლიკოვა.
შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 პირი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 139-ს შეადგენს.
0
0