
გასული ღამის განმავლობაში მოსკოვსა და ლენინგრადის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ზოგიერთი მათგანის ჩამოგდება შეძლეს.
თავდასხმის გამო, მოსკოვის რამდენიმე აეროპორტმა ავიარეისები დროებით შეაჩერა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის დედაქალაქისკენ გაშვებული დრონი თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.
„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მიმავალი დრონი ჩამოაგდეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ“, – განაცხადა სერგეი სობიანინმა.
ამასთან, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრე დროზდენკოს განცხადებით, ქალაქის თავზე შვიდი დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
0
0
საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება
03/04/2026