
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ნატო სამიტის დეკლარაცია დაგმო, რომელშიც ნათქვამია, რომ „უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას“.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში, მედვედევი ვაშინგტონში გამართული ნატოს სამიტის დეკლარაციის ტექსტს [ინგლისურ ენაზე] ციტირებს: „ჩვენ გავაგრძელებთ [უკრაინის] მხარდაჭერას მის შეუქცევად გზაზე სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის ნატოს წევრობისკენ“.
ციტატის შემდეგ, მედვედევი [რუსულ ენაზე] წერს: „დასკვნა ნათელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნატოსკენ უკრაინის "შეუქცევადი გზა" დასრულდეს ან უკრაინის ან ნატოს გაქრობით... ან კიდევ უკეთესი - ორივე მათგანის გაქრობით“.
როგორც Reuters-ი წერს, დიმიტრი მედვედევი, პრეზიდენტობის დროს, 2008-2012 წლებში, პროდასავლურ მოდერნიზატორად ითვლებოდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი, მან არაერთხელ გააფრთხილა აშშ და მისი მოკავშირეები, რომ მათ მიერ კიევის შეიარაღებამ შეიძლება "ბირთვული აპოკალიფსი" გამოიწვიოს.
რუსული ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. თუმცა დიპლომატების განცხადებით, მედვედევის შეხედულებები კრემლის „ქორულ“ [ძალისმიერ] აზროვნებაზე მიუთითებს, რომელიც ომს დასავლეთთან ეგზისტენციალურ ბრძოლას უწოდებს.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისიდან
08/05/2026