11/11/2022
17:15
მსოფლიო
ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კლდესავით შეუვალია. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ნათქვამზე საპასუხოდ განაცხადა, რომ პეკინი მოსკოვისგან დისტანცირდება, - გვაცნობებს ჩინური პროსამთავრობო გამოცემა Global Times-ი.
ამერიკელმა ლიდერმა ადრე განაცხადა, რომ პეკინი რუსეთისგან დისტანცირდება და არ ფიქრობს, ჩინეთი რუსეთს ან ქვეყნის მმართველი რეჟიმის მეთაურს, ვლადიმერ პუტინს პატივს სცემდეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჟაო ლიჯიანმა ეს უარყო და განაცხადა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კლდრსავით შეუვალია.
„ურთიერთობების გრძელვადიანი და ორმხრივი განვითარება მაღალ დონეზე თანამშრომლობასა და ძლიერ დინამიკაზეა დამყარებული“, - განაცხადა ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ჩინეთი მზადაა, რუსეთთან იმუშაოს, რათა სწორი მიმართულებით წარმართული ურთიერთობების მდგრად განვითარებას ხელი შეუწყოს.
0
0