02/06/2023
16:37
მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ მსახიობ მაქსიმ გალკინის სარჩელი, „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მოხსნის მოთხოვნით, სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
სასამართლოში გალკინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსახიობი არ არის პოლიტიკური პირი და „უცხოელი აგენტის“ სტატუსი არღვევს მის უფლებას.
თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გალკინის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ცხადყო, რომ მისი „პოლიტიკური საქმიანობა“.
ინფორმაციისთვის, 2022 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რუსი კომიკოსი მაქსიმ გალკინი „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადა.
რუსეთში აცხადებენ, რომ კომიკოსი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ამისთვის ფულს უკრაინიდან იღებს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, მაქსიმ გალკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქების დაბომბვა და მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლა სწორედ კრემლის ბრძანებით ხდებოდა.
0
0