06/12/2023
21:12
მსოფლიო
მოსკოვის ოლქში უკრაინას რადას ყოფილი დეპუტატი ილია კივა მოკლეს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული და უკრაინული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
უმაღლეს რადას ყოფილი დეპუტატი, პრორუსი ილია კივა რუსეთში გარდაცვლილი იპოვეს. ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია, - განუცხადა LIGA.net-ს წყარომ სამართალდამცავი ორგანოდან.
რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ მოსკოვის მახლობლად, სოფელ სუპონევოში, სასტუმრო Velichie Country Club-ის ტერიტორიაზე თოვლზე მუცლით მწოლი კივას ცხედარი სასტუმროს თანამშრომელმა დაახლოებით 15:00 საათზე იპოვა.
ტელემარათონის დროს რუსეთის ტერიტორიაზე კივას განადგურება დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმაც დაადასტურა.
○ 2022 წლის 6 მარტს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ უკრაინას რადას ყოფილი დეპუტატი ილია კივა ეჭვმიტანილია ღალატში.
○ 20 აპრილს სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს სასამართლოს თანხმობა წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად ილია კივას წინააღმდეგ, რომელიც რუსეთში გაიქცა და იქიდან საჯაროდ უჭერდა მხარს უკრაინის წინააღმდეგ ომს. ამ გადაწყვეტილებამ გახსნა მისი დაუსწრებლად გასამართლების შესაძლებლობა.
○ 2023 წლის ივლისში ილია კივამ მიიღო ეჭვი აგრესიული ომისა და უკრაინის მთავრობის დამხობის შესახებ.
○ 2023 წლის 13 ნოემბერს სასამართლომ ილია კივა დამნაშავედ ცნო სახელმწიფო ღალატში და მას დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
0
0