10/12/2022
21:18
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების „პრაგმატულ ხაზს“.- შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დენის გონჩარმა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ გარედან პროვოკაციული მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა იცავს პრაგმატულ ხაზს. ეს იძლევა დადებით ეფექტს. ვაჭრობისა და ეკონომიკური სტატისტიკა თავისთავად საუბრობს ყველაფერზე“, - განაცხადა დიპლომატმა TASS-თან ინტერვიუში.
გონჩარმა ასევე გააჟღერა ნარატივი, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვას და თქვა, რომ ამ ნარატივს იყენებს ასევე, თბილისის ზოგიერთი ოფიციალური პირი და პროსამთავრობო მოძრაობები.
„საქართველოს ხელისუფლებისადმი, კიევისა და დასავლეთის ცალკეული დედაქალაქების პროვოკაციული მოწოდებების ფონზე, „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ, თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის რეგულარული კონტაქტების აუცილებლობა აშკარა ხდება", - განაცხადა დიპლომატმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ „საჭირო წინაპირობების ფორმირების შემთხვევაში“ მოსკოვი გადაწყვეტს პირდაპირი ფრენების განახლებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას. „თბილისისთვის პირობები კარგად არის ცნობილი“, - დასძინა მან.
გარდა ამისა, გონჩარმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისთვის რუსეთთან ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობაზე.
„საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წელს ორნიშნა ციფრამდე გაიზარდა, ძირითადად, ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის შთამბეჭდავი შემოსავლების გამო“- განაცხადა გონჩარმა.
0
0