20/01/2025
18:54
მსოფლიო
მოსკოვი მიესალმება ტრამპის დამოკიდებულებას და მის სიტყვებს იმის შესახებ, რომ საჭიროა, ყველაფერი გაკეთდეს მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის მნიშვნელობა აღნიშნა.
„წინასაარჩევნო პერიოდი ტრამპისთვის ყველა თვალსაზრისით მარტივი არ იყო. მან გამოიჩინა სიმამაცე და არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით მოსკოვი ღიაა დიალოგისთვის ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან.
„უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზანი არ უნდა იყოს მოკლევადიანი ზავი, არამედ გრძელვადიანი მშვიდობა. არა რაიმე სახის შესვენება ძალების გადაჯგუფებისა და გადაიარაღებისთვის კონფლიქტის შემდგომი გაგრძელების მიზნით, არამედ გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია ამ რეგიონში მცხოვრები ყველა ხალხის და ერის ლეგიტიმური ინტერესების პატივისცემაზე. მთავარია, აღმოიფხვრას კრიზისის ძირითადი მიზეზები, რაზეც მოსკოვმა არაერთხელ ისაუბრა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ რუსეთის ინტერესებისთვის, რუსი ხალხის ინტერესებისთვის. ეს, ფაქტობრივად, არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების მიზანი და მნიშვნელობა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
0
0