
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა რეგიონში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს.
აბუ-დაბიში, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის შეხვედრაზე კომენტირებისას პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მიესალმება ასეთი პირდაპირი დიალოგის ფაქტს.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ სხვადასხვა დონეზე, რომ მივესალმებით სამშვიდობო ხელშეკრულების ადრეულ ეტაპზე ხელმოწერას. ასეთი შეთანხმების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რეგიონში პროგნოზირებადობის, სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ამ პროცესს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ როგორ განიხილავს კრემლი იმ ფაქტს, რომ ბაქოსა და ერევანში მოლაპარაკებების პროცესი მაქსიმალურად ახლოსაა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერასთან.
0
0