მოსახლეობის 60 პროცენტი სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს - ბიძინა ივანიშვილი
30/09/2021
11:45
საზოგადოება
A-
+A
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს. კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის მოსალოდნელი მეხუთე ტალღის ფონზე, ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს.
„საქართველო: – კოვიდი გადაიტანა მოსახლეობის 16.5% -მა (613 ათასმა ადამიანმა), მსოფლიოში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ ეს ციფრი რეალურად ორმაგდება არადიაგნოტირებულების და უსიმპტომოების ხარჯზე ანუ რეალური ციფრი ჩვენთან იქნება დაახლოებით 30-35%; აცრა გაიკეთა მოსახლეობის 21% – მა, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ეჭვი მაქვს, აქ 80% ის ხალხია, ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა და ვირუსს თვალებში ჩახედა. გამოდის, ჩვენი მოსახლეობის 60 % სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, რომლის აღმავალი მრუდი 2-2.5 თვეში გამოჩნდება. წუწუნს ჯობია, აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
0
0
214419
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%