
როგორც დავითაშვილმა განაცხადა, მისი, როგორც ეკონომიკის ახალი მინისტრის ერთ-ერთი ამოცანაა, მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა.
ამასთან, ლევან დავითაშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს.
„მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა გუნდის თითოეულ წევრს იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა, რაც იყო აუცილებელი სოფლის მეურნეობის თუ გარემოს დაცვის მიმართულებითთ, რომ სამინისტროს წარმატებით ემუშავა. ასევე, მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, რომელთა დიდი მონდომების, ძალისხმევის ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ. ამასთან, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნათიას იმ წარმატებული მუშაობისთვის, რომელიც როგორც თვითონაც აღნიშნა, ძალიან რთულ დროს დაემთხვა. პანდემიამ მთელი მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა და განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა ეკონომიკური განვითარების კუთხით.
პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევით, ერთი მხრივ, ჩვენ შევძელით ეკონომიკის აღდგენა, თუმცა გვაქვს დიდი ამოცანები, გეგმები და ასევე ვალდებულება მოსახლეობასთან, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვაჩვენოთ და ასევე შევქმნათ დასაქმების მაქსიმალური საშუალებები მოქალაქეებისთვის, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი შემოსავლების ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან. ასევე, მინდა წარმატებები ვუსურვო ოთარ შამუკიას, რომელიც სამინისტროს გუნდის გამორჩეული წევრია. დარწმუნებული ვარ, წარმატებით შეასრულებს თავის მოვალეობებს, – განაცხადა დავითაშვიულმა.
ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა.
0
0