
‘’მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვაქვს პრობლემები, რისთვისაც ბოდიში უნდა მოვუხადოთ მოსახლეობას, მაგრამ ასევე ვთხოვოთ, რომ ამ პროცესს გაგებით მოეკიდონ ‘’ - ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
‘’მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვაქვს პრობლემები, რისთვისაც ბოდიში უნდა მოვუხადოთ მოსახლეობას, მაგრამ ასევე ვთხოვოთ, რომ ამ პროცესს გაგებით მოეკიდონ და ეს ინფრასტრუქტურა რომელიც ქალაქში იქმნება, აბსოლუტურად ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სტანდარტის რეფორმა, ნამდვილად მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რომელიც არის შესაფერისი ჩვენი ქალაქისთვის, რომელიც არის ყველა ევროპული დიდი ქალაქისთვის ერთი მხრივ გამოწვევა და მეორე მხრივ შედეგი იმ რეფორმების, რომელიც მათ თავის დროზე ჰქონდათ გახორციელებული, ამ მიდგომას არ აქვს ალტერნატივა და ყველა ეს ციფრები ცხადჰყოფს, რომ უახლოეს მომავალში ამ შედეგებს იგრძნობს თითოეული ჩვენი თანამოქალაქე.'' - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
0
0