პროტესტი მშენებლობის წინააღმდეგ - ჭყონდიდელის ქუჩის მოსახლეობა 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და დახმარებას ითხოვს
ადილობრივების თქმით, კომპანია "ბინექსი" მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექს სანებართვო პირობების დარღვევით აშენებს.
მიუხედავად მერიის მიერ გაცემული ნებართვისა, ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიას სამხარაულის ბიუროს დასკვნა არ წარუდგენია და კორპუსის მშენებლობა კერძო დასკვნის საფუძველზე ხდება.
მოქალაქეებმა დღეს მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს საექსპერტო დასკვნები და გეოლოგიური კვლევები მოსთხოვეს, თუმცა კომპანიამ მოცემული დოკუმენტები ვერ წარადგინა.
ხმაურის შემდეგ ადგილზე მუნიციპალური ინსპექცია მივიდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მშენებლობა დროებით, ორშაბათამდე შეაჩერონ იმ პირობით, რომ 17 ივნისს "ბინექსის" წარმომადგენლები მერიაში მივლენ და გეოლოგიურ დასკვნას წარადგენენ.
მათივე თქმით, კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსებს ბზარები გაუჩნდა
0
0