
ამერიკელი პროფესორის ჯეფრი საქსის თქმით, ევროპის პოლიტიკა „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშაა, მსხვილი ევროპული სახელმწიფოების ლიდერები კი „დიფ სთეითის“ გავლენით მოქმედებენ.
ანალიტიკოსის თქმით, მოსახლეობას მშვიდობა და დიპლომატია სურს და არა ომი და სანქციების რეჟიმი, რომელიც ბუმერანგის პრინციპით უბრუნდებათ მოქალაქეებს. თუმცა ლიდერები შეპყრობილები არიან ამ იდეებით
„ევროპელი ლიდერები რაც მეტად ემხრობიან, მით ნაკლები მხარდამჭერი ჰყავთ. მოსახლეობას მშვიდობა და დიპლომატია სურს და არა ომი და სანქციების რეჟიმი, რომელიც ბუმერანგის პრინციპით უბრუნდებათ მოქალაქეებს. თუმცა ლიდერები შეპყრობილები არიან ამ იდეებით. ევროპელი ლიდერების მთავარ საქმიანობად დილა-საღამოს ზელენსკისთან შეხვედრები იქცა. თითქოს სხვა საქმე არ ჰქონდეთ. ვფიქრობ, ევროპული პოლიტიკის დიდი ნაწილი რეალურად „დიფ სთეითის“ დაზვერვის სააგენტოს პოლიტიკაა. იგივე ითქმის ამერიკის შეერთებულ შტატებზეც. ევროპელი ლიდერები ყოველდღე მართავენ შეხვედრებს, რომ ომი გაახანგრძლივონ, რაც დაუჯერებელია. ამერიკული და ევროპული „დიფ სთეითიც“ უარს აცხადებს იმის დანახვაზე, რომ არსებობს ალტერნატიული გზა. რომ არაა აუცილებელი უკრაინა ნატოში გაწევრიანდეს, არამედ უმჯობესია უკრაინის ნეიტრალიტეტი. მშვიდობის მიღწევა არ არის მარტივი. ტრამპი ცდილობს, თუმცა საჭიროა, რომ ევროპის ერთი მსხვილი სახელმწიფოს ლიდერმა გამოიჩინოს გონიერება და თქვას სიმართლე. არიან პატარა ქვეყნები, მათ შორის კანდიდატი სახელმწიფოები აღმოსავლეთ ევროპაში, რომლებიც ამბობენ სიმართლეს, თუმცა ველოდებით გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებს, რომ სიმართლე თქვან“, - აღნიშნა საქსმა.
0
0